ნივრიანი ღვეზელი – არარეალურად გემრიელი, სწრაფი და მარტივი კერძი, რომელიც ძალიან უხდება წვნიანებს

2160

ეს ღვეზელი ძალიან უხდება ხორციან და ნებისმიერ წვნიანებს. თუ ცხიმის გარეშე გამოაცხობთ, მაშინ უკვე გამომცხვარ ღვეზელებს კარაქი ან ერბო გადაუსვით ზემოდან.

ცომი

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი 

  • 6-7 თავი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი:

  1. ცომი. ჯამში ჩაასხით რძე და დაუმატეთ წყალი. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  2. გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  3. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  4. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  5. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  6. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
  7. გულსართი. ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და კარგად აურიეთ.
  8. ცომი დაყავით დაახლოებით 100-გრამიან გუნდებად, მრგვალად გააბრტყელეთ და ცალ მხარეს წაუსვით ნივრის გულსართი.
  9. შუაზე გადაკეცეთ, პირი კარგად მოუკარით და აირღუმელში, უცხიმოდ გამოაცხვეთ ან გახურებულ, ზეთიან ტაფაზე შეწვით მანამ, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება.

აუცილებლად მოამზადეთ ეს ღვეზელი და მიირთვით თქვენთვის სასურველ წვნიანთან ერთად.