დაგიგემოვნებიათ ნაყინი ღვინით? თუ არა, მაშინ დროა შეუდგეთ საქმეს და მოამზადოთ ნაყინი ღვინით გასტრონომიას მიერ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით.
“ბისკოტი დი პრატო” იტალიური ხრაშუნა ნუშის ნამცხვარია, რომელიც ფლორენციის ახლოს მდებარე ქალაქ პრატოში მზადდება. ის შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ნამცხვრით შევცვალოთ.
ინგრედიენტები:
- 2 ფინჯანი (500 მლ) რძე
- 200 მლ ცხიმიანი ნაღები
- 6 დიდი კვერცხის გული
- 150 გ შაქარი
- 5 სუფრის კოვზი (75 მლ) სადესერტო ღვინო (შეიძლება პროტვეინი ან ხერესი)
- 20 “ბისკოტი დი პრატო”, მსხვილად დატეხილი
ულუფა: 6
მომზადება: 20 წუთი + 30 წუთი გასაცივებლად + დრო დანადგარისთვის
დონე:1
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ჯამი საყინულეში შედგით გასაცივებლად.
- რძე და ნაღები სქელძირიანი ქვაბით საშუალო ცეცხლზე შედგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- ათქვიფეთ კრემის სისქის გოგლიმოგლი.
- ცხელი რძის მასა გოგლიმოგლში ჩაასხით და ხის კოვზით განუწყვეტლივ ურიეთ. ჩააბრუნეთ ქვაბში. დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, ნუ აადუღებთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ცივ ჯამში. შედგით მაცივარში 30 წუთით.
- შეურიეთ ღვინო. გადაიტანეთ ნაყინის აპარატში და გაყინეთ ინსტრუქციის მიხედვით.
- ნუშის ნამცხვრის სამი მეოთხედი თანაბრად გაანაწილეთ 6 ჭიქაში ან ჯამში, თავზე დაადეთ ნაყინი. მოაყარეთ მორჩენილი ნამცხვარი.