ამ კერძის მოსამზადებლად დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს. საოცარ არომატს დაატრიალებს თქვენს სამზარეულოში.
მოდით ერთად მოვამზადოთ!
ინგრედიენტები
- კომბოსტო 700გ
- რძე 150მლ
- კვერცხი 1 ცალი
- სიმინდის სახამებელი 1 ჩაის კოვზი
- მარილი და სანელელები გემოვნებით
მომზადება
1კომბოსტი გაჭერით ორად. კომბოსტი დაჭერით ისე, როგორც 1 ფოტოზეა ნაჩვენები.
2.კომბოსტო მოათავსეთ ქვაბში და დაასხით ცხელი წყალი. დაუმატეთ მარილი, აადუღეთ. მოხარშეთ 5 წუთი. გადაასხით წყალი, ხოლო კომბოსტო გამოსაცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
3.რძესთან ერთად ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ სახამებელი. მოყარეთ მარილი და სანელებლები. მოურიეთ და მიღბული მოასხით კომბოსტოს.
4.დააფარეთ ფოლგა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი. შემდეგ მოხსენით ფოლგა და მოამზადეთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!