ყველას ძალიან უყვარს ფრანგული დესერტები – კრუასანები. ეს ცხობილები უამრავი შიგთავსით გვაწონებს თავს.
დღეს ჩვენ ამ საოცარი დესერტის მომზადებას გასწავლით!
ინგრედიენტები
- 200მლ რძე
- 200მლ წყალი
- 180გ კარაქი
- 11გ მშარალი საფუარი
- 1/3 ჩაის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 700-800გ ფქვილი
- ნებისმიერი შიგთავსი
- შაქრის ფხვნილი
რძე და კარაქი, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
მომზადება
- თბილ რძეს დაუმატეთ წყალი, მარილი, შაქარი და საფუარი. დაელოდეთ 10 წუთი.
- ამის შემდეგ დაუმატეთ მცენარეული ზეთი, კვერცხი, შაქარი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
- ცომს გადააფარეთ პირსახოცი და შეინახეთ თბილ ადგილას.
- ცომი გაყავით 10 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად.
- წაუსვით დარბილებული კარაქი, ზემოდან მოათავსეთ შემდეგი ცომის ფენა, ისევ წაუსვით კარაქი. ასე გააგრძელეთ . . .
- თქვენ უნდა მიიღოთ ფენოვანი ცომი, რომელიც უნდა გაჭრათ 24 ნაწილად.
- დაუმატეთ შიგთავსი და მიეცით კრუასანის ფორმა.
- კრუასანებს წაუსვით კვერცხის გული, გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!