ნაზი ხაჭოს წნული ვაშლით. ვამზადებ, როცა სტუმრებს სწრაფად უნდა გავუმასპინძლდე

707

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ დესერტს, რომელიც ნამდვილი მხსნელია, როცა ჩაიზე მისაყოლებლად რაიმე გემრიელის სწრაფად მომზადება გსურთ. საუბარია ხაჭოს წნულზე ვაშლით.

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გრ ხაჭო
  • 150 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • მწიკვი სოდა
  • 400 გრ ფქვილი
  • მწიკვი მარილი, ვანილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. წნულის მოსამზადებლად ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

2. ხაჭო, მარილი და კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხელის ბლენდერით დააქუცმაცეთ.

3. შაქარი, რბილი კარაქი, ვანილი, სოდა ან გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

4. ნაწილ–ნაწილ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ფქვილი კიდევ დაუმატეთ.

5. რბილი და არა წებოვანი ცომი უნდა მიიღოთ.

6. ცომი ორ ნაწილად გაყავით, პარკი დააფარეთ და მაცივარში შიგთავსის მომზადებამდე შეინახეთ.

7. გასუფთავებული ვაშლი ზოლებად გახეხეთ, ლიმონის წვენი მოასხით და შაქარი გემოვნებით აურიეთ (ვაშლის სიმჟავეზეა დამოკიდებული).

8. ცომის ნაწილი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ, ცენტრში ვაშლის ნაწილი მოათავსეთ.

9. ცომი შიგთავსიდან კუთხეებისკენ ირიბად დაჭერით და ვაშლს ზემოდან ნაწნავივით გადაადეთ.

10. კუთხეები შიგთავსზე ამოკეცეთ.

11. წნული პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

12. სასურველია, ზემოდან კვერცხი ან რძე წაუსვათ.

13. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

14. მზა რულეტი ფორმაშივე 30 წუთით გააგრილეთ, შემდეგ თეფშზე გადაიტანეთ. თუ დაუყონებლივ სუფრაზე უნდა გაიტანოთ, დრო 10 წუთამდე შეამცირეთ.

15. სურვილისამებრ შაქრის ფხვნილის და დარიჩინის ნარევი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!