ნაზი ნამცხვარი ხაჭოთი, ვანილით და შოკოლადით

930

თუ თქვენ ხაჭოს ცხობილები გიყვართ, მაშინ ეს დესერტი აუცილებლად მოგეწონებათ.

ეს ნამცხვარი სუფლეს მოგაგონებთ.

შავი შოკოლადი დესერტს პიკანტურობას ძენს, ხოლო ვანილი კი საოცარ არომატს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 7 სუფრის კოვზი
  • ხაჭო 400გ
  • არაჟანი 6 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 7 ცალი
  • შაქარი 7 სუფრის კოვზი
  • შავი შოკოლადი 200გ
  • კარაქი 200გ
  • ვანილი 2 გ

მომზადება

  1. ათქვიფეთ ხაჭო, ცხიმიანი არაჟანი, 4 სუფრის კოვზი შაქარი, 2 კვერცხი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. თუ ხაჭოს გამოწურავთ, დესერტი მეტად ჰაეროვანი გამოვა.
  2. გაალღვეთ შოკოლადი და კარაქი წყლის აბაზანაზე.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 5 კვერცხი, 5 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი, შოკოლადისა და კარაქის მასა.
  4. ამავე მასას დაუმატეთ ფქვილი. მოურიეთ.
  5. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ მასში ცომი.
  6. ხის ჯოხის დახმარებით დაახატეთ ფიგურები.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!