ნაზი და არომატული თურქული წვნიანი

3185

თურქულ ოჯახში სადილად თუ მოხვდებით, გაიგებთ, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან პირველ კერძებს. თურქული სამზარეულო 300 სხვადასხვა წვნიანს მოიცავს, რომლებსაც მხოლოდ სადილად არ მიირთმევენ.

„გასტრონომიას“ რედაქციამ თქვენთვის თურქული ქათმის წვნიანის რეცეპტი მოამზადა. ცივ ამინდში ეს არაჩვეულებრივი კერძი იოლად გაგათბობთ და განსაკუთრებული გემოთი გაგახარებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ც. ქათმის ფილე
  • 2 ლ. წყალი
  • 200 გრ წვრილი ვერმიშელი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 200 გრ ხორბლის ფქვილი
  • ½ ლიმონი
  • შავი და წითელი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ხმელი პიტნა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

 

1. ქათმის ფილე მოხარშეთ სუნელებით და ოთხად გაჭრილ ხახვთან ერთად. ამოიღეთ ხორცი და ბოსტნეული და გააცივეთ. ქათმის ბულიონში ჩაყარეთ ვერმიშელი და მოხარშეთ.

2. დაწეწეთ მოხარშული ხორცი და დაამატეთ ვერმიშელში. თუ წვნიანი მეტისმეტად სქელი გამოვა, დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი.

3. შეურიეთ ფქვილი და კვერცხი, დააწურეთ ლიმონი, ჩაასხით მასა ბულიონში და კარგად მოურიეთ.

4. ადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ მარილი და პიტნა. მზა კერძს შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი.

ასეთი წვნიანი არ შეგარცხვენთ სტუმრებთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!