მსუბუქი სოკოს კრემ-სუპი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე: არაბანალური და ფანტასტიკურად გემრიელი

1998

თუ თქვენს ბავშვებს მობეზრდათ ყოველდღე ერთი და იგივე მოსაწყენი პირველი კერძების მირთმევა, ეს აუცილებლად უნდა გამოასწოროთ. შეიტანეთ რაციონში მრავალფეროვნება – თავად მომზადების პროცესიც კი სასიამოვნო გახდება.

სპეციალურად თქვენთვის ჩვენ მოვამზადეთ მარტივი და გემრიელი სოკოს კრემ-სუპის რეცეპტი ქათმის ბულიონზე. კერძის მომზადებამდე ჩვენ ჯერ ქათმის ბულიონი მოვხარშეთ, ამგვარად დროის ეკონომიასაც გასწევთ.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქამა სოკო
  • 100-200 მლ ნაღები
  • 2 ც კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 400 მლ ქათმის ბულიონი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით სოკო და ხახვი. მოთუშეთ ზეთში ჯერ ხახვი, მერე დაუმატეთ სოკო და შეწვით დაბრაწვამდე.
  2. დააბლენდერეთ სოკო და ხახვი.
  3. გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად კარტოფილი. ჩაყარეთ მდუღარე ბულიონში და მოხარშეთ.
  4. მოამზადეთ პიურე და შეურიეთ სოკოს მასას. დაუმატეთ ნაღები და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი. მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

შეგიძლიათ მზა კრემ-სუპს მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!