მსუბუქი და გემრიელი ხილის ნამცხვარი

2537

ხილის მსუბუქ ნამცხვარზე გემრიელი არაფერია. განსაკუთრებით თუ მას ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან  მივირთმევთ, ან თუნდაც – ჭიქა ხერესთან ან სადესერტო ღვინოსთან.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 300 გ თეთრი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. მუსკატის დაფქული კაკალი
  • 180 გ დარბილებული კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 125 მლ რძე
  • 1 ს.კ. ტკბილი ხერესი
  • 500 გ დაშაქრული ხილი, მსხვილად დაჭრილი
  • 1/2 ჭიქა ნუში კანგაცლილი მსხვილად დაჭრილი
  • 2 ს.კ. გარგარის შემთბარი ჯემი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 170 გრადუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას (20 სმ) მთელ ზედაპირზე  კარაქი წაუსვით. ძირსა და გვერდებზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
  2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და მუსკატის კაკალი ჯამში კარგად აურიეთ.
  3. კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე თეთრი  ფერის კრემისებური მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  4. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და მასას მონაცვლეობით უმატეთ ფქვილი და რძე. შემდეგ ტკბილი ხერესი და დაშაქრული ხილი მიქსერითვე შეურიეთ, ხოლო ნუში  – კოვზით.
  5. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ, თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
  6. აცხვეთ 1.1/4 – 2 საათით. შეამოწმეთ. ხის ჩხირი  ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. თუ შეამჩნევთ, რომ ცხობისას ნამცხვარს ფერი სწრაფად ეცვლება, ალუმინის ფოლგა გადააფარეთ.
  7. 20 წუთი ფორმაშივე დატოვეთ. როცა გაგრილდება, ცხაურზე  გადააბრუნეთ და კულინარიული  ფუნჯით გარგარის ჯემი წაუსვით.
  8. როცა გაცივდება, დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.