ცისფერი ყველი – ეს სახელი მასში განვითარებული ობის მომწვანო-მოცისფრო ფერის გამო ეწოდა. ახასიათებს მკვეთრი არომატი და გემო. მზადდება ნადუღისგანაც. საქართველოში იწარმოება “ჯავახური ცისფერი” და “მონასტრული ცისფერი”. მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარულია “როკფორი”.
სალათის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
სოუსისთვის:
- 120 მლ (1/2 ჭიქა) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 60 მლ (1/4 ჭიქა) ძმარი ბალზამიკო
- 1 ჩ.კ დიჟონური მდოგვი
- მარილი და შავი პილპილი
სალათისთვის:
- 4 ნაჭერი პური
- 1-2 კბილი ნიორი
- 140 გ (3 ჭიქა) ინდაუ
- 300 გ (2 ჭიქა) მარწყვი (ან სასურველი კენკრა)
- 4 ნაჭერი პარმული შაშხი
- 250 გ ცისფერი ყველი
მომზადების წესი:
- სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო და დიჟონური მდოგვი შეკაზმეთ მარილით და მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
- სალათა: ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე. პური გახუხეთ, შეაგრილეთ, ნიორი გადაუსვით და დატეხეთ.
- შუაზე გაჭრილი მარწყვი და ინდაუ დიდ ჯამში აურიეთ. დაუმატეთ პარმული შაშხი, პური, დაფშვნილი ცისფერი ყველი და ახალდაფქული პილპილი. ჯამი შეანჯღრიეთ, ყველაფერი ერთმანეთში რომ აირიოს. მოასხით სოუსი.
ინდაუ (ლათინურად Eruca)-ბალახოვანი მცენარეა. მის ფოთლებს გამოიყენებენ სალათად, თესლს – მდოგვის სუროგატად. აქვს სამკურნალო თვისებები. ფართოდაა გავრცელებული საქართელოშიც.