მოხალული მზესუმზირის ტორტი

1117

ნამცხვრები – ჩემი სისუსტეა. დღეს ჩვენ ძალიან უცნაური ნამცხვრის რეცეპტს გაგიზიარებთ.

ტკბილი ნამცხვარი

ამ ნამცხვარში თქვენ შეხვდებით რბილი ბისკვიტის და საოცრად ტკბილი კარამელის დუეტს, რომელიც ნამდვილად მოიგებს თქვენს გულს. მოხალული მზესუმზირა ამ ნამცხვრის მთავარი კომპონენტია.

ამ ნამცხვრის ცომი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, მაგრამ კარამელის მომზადება არც ისე მარტივია. დამერწმუნეთ დახარჯული დრო და ენერგია არაფერია მის გემოსთან შედარებით.

ეს ნამცხვარი მზადდება არაჟანზე, რომლის მეშვეობითაც ის იძენს დაუვიწყარ გემოსა და არომატს. თან შენახვის დროსაც უხანგრძლივებს.

ინგრედიენტები

  • 2 ქათმის კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 8გ ვანილი
  • 200გ არაჟანი
  • 250გ ფქვილი
  • 15გ გამაფხვიერებელი ცომისთვის
  • 4 სუფრის კოვზი ყაყაჩო
  • 250გ კანფეტუ “ძროხა”
  • 60გ კარაქი
  • 150გ მზესუმზირა

მომზადება

1.ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და ვანილი. ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთი.

2.დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.

3.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში.

4.ყაყაჩოს მოათავსეთ ჯამში და კარგად მოურიეთ ცომს.

5.ამ რაოდენობა ინგრედიენტებისთვის გამოიყენეთ 26სმ დიამეტრის ფორმა. ის აუცილებლად დაამუშავეთ ზეთით ან ამოფინეთ პერგამენტით.

6.ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

7.ამასობაში მოამზადეთ კარამელი. მზესუმზირა მოხალეთ მშრალ ტაფაზე.

8.კარაქი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და მოათავსეთ სქელ ქვაბში. მასვე დაუმატეთ კანფეტები.

9.მასა გაალღვეთ დაბალ ცეცხლზე, არ დაგავიწყდეთ მზესუმზირის დამატება. თუ კარამელი გამოვა სქელი შეგიძლიათ დაუმატოთ რძე.

10.კარამელი აუცილებლად ცხელ ნამცხვარს უნდა მოასხათ.

11.ნამცხვარი შეგიძლიათ მთელი ღამით მაცივარშ მოათავსოთ.

ეს ნამცხვარი ძალიან უხდება ჩაის და ყავას. გემრიელად მიირთვით!