მოამზადეთ ხაჭოს უგემრიელესი ღვეზელები, სწრაფად და მარტივად.

1023
sweet chocolate balls covered in coconut flakes.

თუ ძალიან მოგინდათ ღვეზელი, მაგრამ დიდი ძალისხმევის დახარჯვა გეზარებათ, მაშინ ამ რეცეპტის მიხედვით სწრაფად და მარტივად მოამზადეთ ის.

ამ გემრიელობის მომზადებას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ამ საოცარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ძალიან გაახარებთ თქვენს ოჯახის წევრებს.

ინგრედიენტები

  • 500გ ხაჭო
  • 200გ შაქრის ფხვნილი
  • 150გ კარაქი
  • 100გ მოხალული არაქისი
  • 150გ ფხვიერი ორცხობილა
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 200გ ქოქოსის ფანტელები

მომზადება

1.პირველ რიგში ხორცასეპში გამოატარეთ ხაჭო. შემდეგ დაუმატეთ კარაქი, შაქრის ფხვნილი და მოურიეთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე.

თუ თქვენ ხაწოს ნაცვლად სიროკის მასას გამოიყენებთ, მაში პირდაპირ გადაურიეთ მითითებულ იმგრედიენტებს.

2.მასა გაყავით სამად, ნახევარს დაუმატეთ კაკაო, ხოლო მეორეს დაქუცმაცებული არაქისი.

3.დაფქვენით ორცხობილა და დაუმატეთ ცომის მესამე ნაწილს.

4.ხაჭოსა და არაქისის მასისგან შექმენით ბურთები, ხელი აუციებლად დაისველეთ ცივ წყალში, რათა ბურთულებს არ მიეკროს.

5.ორცხობილიანი მასა გარს შემოაკარით არაქისის ბურთებს და მწიდროდ დააფიქსირეთ.

6.და ბოლოს, ბურთულას გარს შემოაკარით კაკაოს მასა და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში.

მზა დესერტი შეგიძლიათ უმალვე მიირთვათ, მაგრამ უმჯობესია 2-3 საათი მოათავსოთ მაცივარში.

თუ თქვენც ჩემს მსგავსად ხაჭოს დიდად მოყვარული არ ხართ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ დესერტზე უარს ნამდვილად ვერ იტყვით. მოამზადეთ და ისიამოვენთ. გემრიელად მიირთვით!