შესქელებული რძე ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტკბილეული და საუკეთესო ფუძეა დესერტებისთვის. დარწმუნებული ვართ, მსხლის შესქელებული რძე ჯერ არ გაგისინჯავთ, ამიტომ ჩვენ გაგიზიარებთ ამ ღვთაებრივი ტკბილეულის უბრალო რეცეპტს, რომელზეც ვერცერთი ტკბილეულის მოყვარული იტყვის უარს.
მსხლის შესქელებული რძე ბევრად უკეთესი გამოდის ცხიმიანი რძისგან, განსაკუთრებით – საშინაო რძისგან.
ინგრედიენტები
- 5 კგ მსხალი
- 3 ლ რძე
- 3 კგ შაქარი
- 1 ჩ.კ. სოდა
მომზადების წესი
1. გათლილი და გასუფთავებული მსხალი პატარა კუბებად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და მოადუღეთ საშუალო ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, მუდმივად მოურიეთ.
2. ნახევარი საათის შემდეგ მსხალს უფრო იშვიათად მოურიეთ – ყოველ ხუთ წუთში და რეგულარულად მოხსენით დუღილისას ზემოდან მოდებული ქაფი. ერთი საათის შემდეგ მსხალმა ძალიან ბევრი წვენი უნდა გამოყოს.
3. რძეში გახსენით სოდა და მსხლით სავსე ქვაბში ჩაასხით, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მასას კარგად მოურიეთ. შემდეგ მიღებული შესქელებული რძე დაადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და კიდევ 4 საათის განმავლობაში მოადუღეთ. რძე მსხლის წვენისგან განცალკევდება და პატარა ბურთულებად იქცევა, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ეს ასეც უნდა იყოს. საჭირო დროის გასვლის შემდეგ ნაზავს მოაშორეთ ქაფი.
4. შესქელებული რძე გააგრილეთ, შემდეგ მოხარშული მსხლები ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე, კვლავ მოადუღეთ და გამორთეთ ცეცხლი. ტკბილეული გადაასხით სტერილურ ქილებში, მოხუფეთ, გაახვიეთ თბილ ადეალაში. როგორც კი გაგრილდება, ცივ ადგილას შეინახეთ.
მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებისგან თქვენ, სავარაუდოდ, 6 ლიტრ საშინაო შესქელებულ რძეს მიიღებთ. ნატურალური და სასარგებლო მსხლის შესქელებული რძე ძალიან უხდება ტორტის ბისკვიტებს, ბლინებს, ოლადებს და სხვ. გემრიელად მიირთვით!