მინიატურული დაუმტკბარი კექსები ყველით: გემრიელი საუზმე ან ხემსი ყველასათვის

1340

კექსები ყველით და მწვანილით – შესანიშნავი საუზმე ან ხემსია სამსახურში ან პიკნიკზე. გემოთი ყველიან ფუნთუშებს ჰგავს, თუმცა ეს კექსები უსაფუაროდ მზადდება.

იდეალური ცომი განსაკუთრებული მეთოდით იზილება: ჯერ მშრალ ინგრედიენტებს ურევეს, შემდეგ თხევადს. ამასთან, კატეგორიულად დაუშვებელია ცომის მიქსერით ან ბლენდერით ათქვეფვა, მხოლოდ ჩანგალი უნდა გამოიყენოთ საჭირო კონსისტენციის მისაღებად.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 170 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 70 გრ კარაქი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 კბ ნიორი
  • 20 გრ კამა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. მოამზადეთ ინგრედიენტების მშრალი ნაწილი: შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი და წვრილად დაჭრილი ყველი.

2. თხევადი ნაზავისთვის: დაადნეთ ორთქლზე კარაქი, დაუმატეთ გატარებული ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, კვერცხი და რძე. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.

3. შეურიეთ მასები და მოურიეთ ჩანგლით, სანამ ფქვილი არ გაიხსნება.

4. თუ მეტალის ფორმებში აცხობთ, წაუსვით ზეთი, სილიკონის ფორმებს ზეთი არ სჭირდება. ჩაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

ყველის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლორის ან ძეხვის ნაჭრები, პატარა ფორმების ნაცვლად ერთ დიდ ფორმაში გამოაცხოთ. გემრიელი და ნოყიერი კექსები არასოდეს გბეზრდება და უამრავ კერძს ეხამება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!