“მინდა ეს ფრიკადელკები”: აი რეცეპტი, რომელიც ამას გათქმევინებთ

1641

დღეს “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ, შეაფასოთ შვედური სამზარეულოს გამორჩეული კერძი – ფრიკადელკები. ამ შემთხვევაში – ვეგეტარიანული ვარიანტი, სადაც ხორცს ცილებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ლობიო ჩაანაცვლებს. ლობიოს ფარში შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას და კარგად ეხამება დანარჩენ ინგრედიენტებს. მომზადება საკმაოდ ადვილია, შედეგად კი უგემრიელეს ნოყიერ კერძს მიიღებთ.

დაკონსერვებულის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშლი ლობიო. ამისათვის, მთელი ღამით ჩაალბეთ ლობიო წყალში, დილით კი მოხარშეთ.

ინგრედიენტები

  • 180 გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ც ხახვი
  • 20 გრ შვრიის ფანტელი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 0,5 ც ლიმონი
  • 60 მლ ნაღები
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ბადრიჯანი კუბებად, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. დაჭერით ხახვი და ნიორი, მოთუშეთ ზეთში.

2. დაჭერით წვრილად ოხრახუში. ლობიო, ნახევარი მწვანილი, ბადრიჯანი, შვრიის ფანტელი და მოთუშული ხახვი და ნიორი ათქვიფეთ ბლენდერით. მიღებულ ფარშს გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი.

3. მასისგან გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთულები. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაალაგეთ ბურთულები, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

4. მოამზადეთ სოუსი. მოხალეთ ფქვილი ტაფაზე, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, წყალი, ნაღები, მარილი, დარჩენილი მწვანილი და პილპილი. ადუღეთ, სანამ მასა არ შესქელდება.

დაალაგეთ ფრიკადელკები თეფშზე, მოასხით სოუსი. შვედეთში ამ კერძთან კენკრის ჯემსაც მიირთმევენ, სცადეთ თქვენც – წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!