მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული ხაჭო 5 წუთში

1381

ყველამ ვიცით ხაჭოს სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი მომზადება შინაურ პირობებში არის შესაძლებელი მარტივად. “გასტრონომიას” რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ეს შესანიშნავი რძის ნაწარმი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

დაუჯერებელია, მაგრამ ნაზი ხაჭოს მომზადება მიკროტალღურ ღუმელში არის შესაძლებელი ძალიან სწრაფად და მარტივად. ამ რეცეპტის მიხედვით დაახლოებით 200 გრ ხაჭო გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 900 გრ კეფირი

მომზადება

1. შეურიეთ რძე და კეფირი ცეცხლგამძლე თასში, შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით.

2. როდესაც ხაჭო შრატისგან განცალკევდება, დაწურეთ მარლის მეშვეობით.

3. როდესაც მასა დაიწრიტება, გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში.

ახალი, ჰაეროვანი და ნაზი ხაჭო მზადაა! შეგიძლიათ შეურიოთ იოგურტთან, არაჯანთან, ან დაუმატოთ ხილი, კენკრა, თხილი, ან კიდევ გამოიყენოთ კერძების მოსამზადებლად. დარჩენილი შრატიც გამოგადგებათ ოლადების მოსამზადებლად. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!