კეფირზე მომზადებული ღვეზელის რეცეპტი ლორით, ფეტათი და პარმეზანით

733

მე ძალიან მიყვარს მარტივი და უბრალო კერძები, რომელთა  გაუმჯობესება შეიძლება. ჩამოსასხმელი ღვეზელი სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. უბრალოდ შევურევთ ინგრედიენტებს, ჩავასხამთ საცხობ ფორმაში და ვათავსებთ ღუმელში.

ცომი და მომზადების ალგორითმი, ყველა ჩამოსასხმელ ღვეზელს თითქმის ერთნაირი აქვს. თითოეულ ასეთ ღვეზელს განსაკუთრებულს ხდის შიგთავსი, ჩვენს დღევანდელ ვარიანტში – ფაფუკი ფეტა, ალუბალი, პიკანტური ზეთისხილი, სურნელოვანი რეჰანი და წვნიანი ლორი. ეს გახლავთ ტიპური ბერძნული პროდუქტების ნაკრები!

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 30 გრ პარმეზანი
  • 50 გრ კარაქი
  • 100 გრ პომიდორი ჩერი
  • 0,5 კონა რეჰანი
  • მარილი გემოვნებით
  • 2 ც კვერცხი
  • 200 მლ კეფირი
  • 200 გრ ყველი ფეტა
  • 50 გრ ზეთისხილი
  • 100 გრ ლორი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი, შავი პილპილი და გახეხილი პარმეზანი. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, კეფირი და გამდნარი კარაქი. ორივე ნაზავი შეურიეთ ერთმანეთს და კარგად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს.

2. ფეტა და ლორი – პატარა კუბებად, ზეთისხილი და რეჰანი კი წვრილად დაჭერით, პომიდორი ჩერი შუაზე გაჭერით. მზა ინგრედიენტები დაუმატეთ ცომს და მოურიეთ.

3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით.

ღვეზელი ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსით. დაუმატეთ მას მოხარშული ქათმის ხორცი, სოკო, მარცვლოვანი ხაჭო და უფრო მეტი მწვანილი და მიიღეთ სრულიად განსხვავებული ღვეზელი ახალი გემოთი. გემრიელად მიირთვით!