მიიღეთ ვიტამინები ამ უგემრიელეს ღვეზელთან ერთად.

1109

გარგარი მდიდარია კაროტინით და ვიტამინით. მიიღეთ ვიტამინები ამ უგემრიელეს ღვეზელთან ერთად. თუ გარგარის სეზონი გასულია, შეგიძლიათ ჯემით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები: 

ფირფიტა

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2/3 ჭიქა ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი

გარგარის გულსართი

  • 750 გ გარგარი, კურკაგამოცლილი და დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი დანაყილი ნუში
  • 4 სუფრის კოვზი ფორთოხლის ჯემი ან მარმელადი
  • 1 მოზრდილი კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 2 სუფრის კოვზი თხლად  დათლილი ნუში
  • 3 სუფრის კოვზი არარაფინირებული შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. ფირფიტა: მოზრდილ ჯამში შეურიეთ შაქრის ფხვნილი და ფქვილი. კარაქი ცომის საზელ ბლენდერში ისე დაკეპეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. ცომს მრგვალი ფორმა მიეცით და ცელოფანში შეფუთეთ. 30 წუთით მაცივარში შედგით.
  2. ელექტროღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6). 28 სმ-იან ფორმას ცოტაოდენი  კარაქი წაუსვით.
  3. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაბნიეთ და ზედ ცომი გააბრტყელეთ 5 მმ-ის სისქესა და 50 სმ დიამეტრზე.
  4. ცომი საგნილველაზე დაახვიეთ და ფორმაში ისე მოათავსეთ, რომ კიდეები ფორმიდან გადმოვიდეს.
  5. გულსართი. გარგარი, შაქრის ფხვნილი დაფქვილი ნუში და ფორთოხლის ჯემი საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ და კარგად შეურიეთ.
  6. გულსართი კოვზით ჩადეთ ცომის შუაგულში. ცომი ისე გადმოკეცეთ, რომ გულსართი ნაწილობრივ დაფაროს და კუთხეები შეუკარით.
  7. პატარა ჯამში კვერცხის გულები და რძე ათქვიფეთ, და ბისკვიტს გადაუსვით. მოაყარეთ ნუში და მსხვილი (არარაფინირებული) შაქრის ფხვნილი.
  8. გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში, იქამდე ვიდრე ფირფიტა ოქროსფერ – მოყავისფრო გახდება და გულსართიც მზად იქნება.
  9. სუფრასთან  თბილი ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.