დელიკატური ნელმარილიანი ქაშაყი ყირიმულად

2145

თუ ხელთ ახალი, ცხიმიანი ქაშაყი ჩაგივარდათ, ნუ იჩქარებთ მის შეწვას. ეს თევზი საკმაოდ ძვლიანია და შეწვისას მძაფრ სუნს უშვებს. უმჯობესია, ზღვისპირა მცხოვრებლებს მიბაძოთ და მოამზადოთ ნელმარილიანი ქაშაყი. ბევრად გემრიელი და სასარგებლო გამოვა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.

“გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ სცადოთ ნელმარილიანი ქაშაყი ყირიმულად. რეცეპტი სწრაფი და მარტივია, თევზი კი ნაზი და ზომიერად მარილიანი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 2-3 ც ქაშაყი
  • 500 მლ წყალი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2-3 ც დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილის კაკლები გემოვნებით

მომზადება

  1. გაასუფთავეთ თევზი, მოაცილეთ შიგნეულობა და კარგად გარეცხეთ.

2. დაჭერით თითო თევზი 3-4 ნაჭრებად, მოათავსეთ ღრმა თასში.

3. ცალკე თასში მოამზადეთ მარილწყალი. ადუღებულ წყალში შეურიეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და პილპილის კაკლები.

4. დაასხით მარილწყალი თევზს, დააფარეთ თეფში, დაადეთ რაიმე მძიმე საგანი. დადგით ოთახის ტემპერატურის პირობებში 24 საათით, შემდეგ 2 დღით – სიცივეში.

სურნელოვანი ქაშაყი მზადაა. მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და გემრიელად მიირთვით! ნელმარილიან ქაშაყს მოხარშული კარტოფილიც ძალიან უხდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!