მაწონზე ან კეფირზე მომზადებული ბლინები საფუარის გარეშე

2214

ამ ბლინის რეცეპტი ვლად პისკუნოვის რეცეპტების წიგნიდან არის აღებული. ვლად პისკუნოვი რესტორან „მატრიოშკას“ შეფ-მზარეულია. მისი რეცეპტების წიგნი, როგორც გემრიელი და ჯანსაღი კერძების წიგნი შეგიძლიათ თაობიდან თაობას გადასცეთ. რეცეპტი უნივერსალურია და ფანტაზიისთვის ფართო გასაქანს ტოვებს.

ბლინების გამოსაცხობად შეგიძლიათ თანაბარი პროპორციით სხვადასხვა სახეობის ფქვილის ნარევი აიღოთ. მაგალითად, ხორბლის და მთელი მარცვლეულის, წიწიბურას ან/და უბრალოდ ხორბლის ფქვილი. მათ მოსამზადებლად კი კეფირი ან მაწონი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კარგი ბლინის მთავარი საიდუმლო – ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები და ცომის გაჩერება. სცადეთ, დარწმუნებული ვარ, ამ რეცეპტს ხშირად გამოიყენებთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ხორბლის ან ჭვავის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ლ კეფირი ან მაწონი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 1 ჩ/კ საკვები სოდა
  • 50 გრ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. ეს ცომი როგორც ბლინების, ასევე ოლადების გამოსაცხობად გამოგადგებათ. ბლინებისთვის უფრო თხელ ცომს აკეთებენ. კონსისტენცია ფქვილის და თხევადი ინგრედიენტების პროპორციით რეგულირდება. ხორბლის და სიმინდის ან ნებისმიერი სხვა ფქვილი თანაბრად აურიეთ. ვცდილობ, რომ კარგი შედეგის მისაღებად ყველა ინგრედიენტები სამზარეულოს სასწორზე ავწონო.

2. ფქვილი წვრილი საცერით გაცერით და მიქსერის ჭიქაში ჩაყარეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ. მე ყავისფერ შაქარს ვიყენებ.

3. სამი კვერცხი დაუმატეთ. ოთახის ტემპერატურის კეფირი აიღეთ. ჯერ ცოტა კეფირი ჩაასხით და მიქსერი დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ. დარჩენილი კეფირის ჩასხმა გააგრძელეთ, მიქსერის სიჩქარე საშუალომდე გაზარდეთ.

4. მცენარეული ზეთი დაუმატეთ. თუ ცომი ძალიან თხელი გამოვიდა, ფქვილი დაუმატეთ. თუ სქელი გამოვიდა, მაშინ წყალი დაუმატეთ.

5. ცომი თავდახურული ან პირსახოც გადაფარებული ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით გააჩერეთ. ჩვეულებრივ 1 საათით ვაჩერებ.

6. სოდა დაუმატეთ და აურიეთ. ცომს ზედაპირზე ოდნავ ბუშტები უნდა გაუჩნდეს.

7. 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ბლინების გამოცხობა დაიწყოთ.

8. თითოეული ბლინის გამოცხობის წინ ტაფას ფუნჯით ან შესასხურებლით მცენარეული ზეთი წაუსვით, მაგრამ ზეთი არ დაასხათ. ბლინი ასეთ შემთხვევაში მაქმანებიანი გამოვა. ტაფაზე წასასმელად შეგიძლიათ ღორის ან ბატის ქონი გამოიყენოთ. ჩემი ბებია ასე აკეთებდა.

9. გემრიელად მიირთვით!