მაღაზიაში ნაყინს არასდროს ვყიდულობ. ახალი რძით სახლში ვამზადებ, ბავშვებს მოსწონთ

559

ზაფხული ჯერ არ მოსულა, მაგრამ უკვე ახლა ნაყინი გვინდა. სორბეტის გაკეთება მიყვარს. აი, კლასიკური რძიანი ნაყინი სახლში ჯერ არ მომიმზადებია. გადავწყვიტე, მეუღლე გავახარო დესერტით, რომლის შემადგენლობაშიც ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ. მინიმუმი ინგრედიენტები დაგჭირდებათ!

რძიანი ნაყინი სახლის პირობებში

რძიანი ნაყინის მოსამზადებლად სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები საჭირო არაა. უბრალოდ დესერტის საფუძველი ქვაბში უნდა მოხარშოთ, შემდეგ ფორმებში ჩაასხათ. თუ ფორმები არ გაქვთ, ნაყინი ერთ კონტეინერში შეგიძლიათ გაყინოთ, ხოლო შემდეგ ულუფებად ამოიღოთ და ფიალებში გადაიტანოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხის გული
  • 250 მლ რძე
  • 60 გ მთელი რძის ფხვნილი
  • 40 გ შაქარი
  • 40 გ შესქელებული რძე
  • 350 გ ნაღები
  • 40 გ თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. კვერცხის გულები, რძე, რძის ფხვნილი, შაქარი და შესქელებული რძე ერთ თასში გადაიტანეთ. ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ ისე, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს.

2. მიღებული მასა ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. მოხარშეთ, მუდმივად ურიეთ, რომ ოდნავ შესქელდეს. ღრმა თასში საწურით გადაწურეთ.

3. მომავალ ნაყინს შოკოლადი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ შოკოლადი გადნეს. თასს პარკი დააფარეთ და 3 საათით მაცივარში შეინახეთ.

4. ამ დროში ნაღები ათქვიფეთ. ათქვეფილი ნაღები და რძიანი მასა შეურიეთ. ძალიან ჰაეროვან კრემოვან მასას მიიღებთ. დააგემოვნეთ. სურვილისამებრ სიტკბო დაუმატეთ.

5. მიღებული მასა ნაყინის ფორმებში ან ერთ კონტეინერში გადაიტანეთ. საყინულეში სრულ გამაგრებამდე შეინახეთ. იდეალურია, თუ 10 საათი გააჩერებთ, რომ კარგად გამაგრდეს. მზადაა!

ნაყინი სახლის პირობებში

თუ ამ ნაყინის მომზადებას სპეციალურ ფორმებში აპირებთ, გამაგრების შემდეგ გამდნარი შოკოლადით დაფარეთ. ნამდვილი ესკიმო ჩხირზე გამოვა. ნაყინის ასეთ საფუძველს ცოტა ხილი, მაგალითად, ბანანი შეგიძლიათ დაუმატოთ.