მარტივი და ორიგინალური ხვეულები ყველით

865

ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა სახლში დაღლილი მოდიხარ, პიცას გამოიძახებ და დასასვენებლად რბილ სავარძელზე წამოწვები. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სახლში მომზადებული საჭმელი ყველაზე გემრიელია. თუ ბევრი ფიქრი გეზარებათ ეს კერძი თქვენთვისაა.

გემო და მისი დიზაინი ძალიან მომხიბლავია. ხოლო ტკბილი ანანასი თავისებურად ფერად გემოს ძენს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • უცხიმო ნაღები 250მლ
  • გამაფხვიერებელი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • პროვანსული სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • ტომატის პიურე 5 სუფრის კოვზი
  • მოცარელა 150გ
  • მოხარშული ძეხვი 150გ
  • ანანასი 220გ

მომზადება

1.ღრმა ჯამში გაცერით 300გ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ ნაღები, მარილი და სანელებლები.

2.ცომი ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე. შემდეგ მოათავსეთ მაგიდაზე, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

3.ძეხვი და ანანასი დაჭერით წვრილად, ყველი წვრილად გახეხეთ.

4.ცომს მიეცით 30სმ ოთხკუთხედის ფორმა. წაუსვით ტომატის პიურე, მოაყარეთ ანანასი ძეხვი და ყველი.

5.დაახვიეთ რულეტისებურად და 3სმ ნაჭრებად დაჭერით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

ეს კერძი ძალიან გავს პიცას. მოაყარეთ მას სხვადასხვა მწვანილი. გემრიელად მიირთვით!