ეს ორიგინალური კერძი სწრაფად და მარტივად მზადდება. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის პასტა. მაშ ასე, შევუდგეთ პასტის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- 250-300 გ პასტა (ნიჟარები, სპაგეტი, ფარფალე ან სხვა)
- 4 ცალი ტკბილი წიწაკა
- 1-2 ცალი სტაფილო
- 2 თავი ხახვი
- 1/3 ჭიქა ზეთი
- 0,5 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა
- 1 კონა ნიახური
- 1 მწიკვი შაქარი
- მარილი
მომზადების წესი:
- წიწაკა, ხახვი და ნიახური წვრილად დაჭერით, მოაყარეთ შაქარი და მარილი. ბოსტნეული მოათავსეთ ზეთდასხმულ ტაფაზე და მოშუშეთ. სტაფილო დაჭერით წვრილად გრძლად. 3-4 წუთით ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და ცოტა წიწაკასა და მარილთან ერთად ზეთში შებრაწეთ.
- როცა მოშუშული ბოსტნეული შეგრილდება, ათქვიფეთ ბლენდერში.
- პასტა მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში და გადაწურეთ, შეურიეთ ბლენდერში ათქვეფილი სოუსი და ზემოდან მოაწყვეთ მოშუშული სტაფილო.
გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებს.