მადისაღმძვრელი და ნოყიერი აჩმა – ასე მომზადებული ძალიან გემრიელი გამოდის

4353

ამ ხაჭაპურის სახელწოდება თურქული ენიდან მოდის, თუმცა თურქულ სამზარეულოში ეს სახელი ქართული რეცეპტისგან განსხვავებულ ცომეულ ნაწარმს ეწოდება. ცომის თხელი ფენებისა და ყველისგან დამზადებული შესანიშნავი ხაჭაპური აჭარულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი და კალორიული კერძია. აღსანიშნავია, რომ ავთენტურ, აჭარულ რეცეპტში მეგრული ყველი არ გამოიყენება, თუმცა, სულგუნით დამზადებული ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • უმაღლესი ხარისხის ფქვილი – 1 კგ
  • იმერული ყველი -750 გ
  • სულგუნი – 750 გ
  • კვერცხი – 6 ცალი
  • მაწონი – 350 გ
  • არაჟანი – 430 გ
  • კარაქი – 350 გ

მომზადების წესი:

  1. ფქვილში აურიეთ 5 ათქვეფილი კვერცხი, მაწონი, მარილი და მოზილეთ. ცომი რბილი და წელვადი უნდა იყოს. შემდეგ ცომისაგან გააკეთეთ 5 ფირფიტა, თითო დაახლოებით 2-4 მმ სისქის და გააბრტყელეთ იმსიგრძეზე, რამხელა საცხობი ჭურჭელიც გაქვთ. მდუღარე წყალში 2-3 წუთს მოხარშეთ გაბრტყელებული სამი ფირფიტა და ამოღებისთანავე გადაავლეთ ცივი წყალი, რომ ფირფიტა არ ჩაცომდეს და ფორმა შეინარჩუნოს. ორი მოუხარშავი ფირფიტა დაგჭირდებათ აჩმის ზედა და ქვედა ფენებისთვის.
  2. წვრილად გახეხილი სულგუნი, იმერული ყველი და 250 გ არაჟანი ერთმანეთს შეურიეთ. ჩააფინეთ უმი ცომის ფირფიტა საცხობ ჭურჭელში, წაუსვით გამდნარი კარაქი თხელ ფენად, მოაყარეთ დაახლოებით 1 სმ სისქის ფენა არაჟნიანი ყველი და დააფარეთ მოხარშული ფირფიტა. შემდეგ გაიმეორეთ კარაქისა და ყველის ფენა და ასე მონაცვლეობით მოათავსეთ მოხარშული ცომის ყველა და ყველი საცხობ ფორმაზე. ბოლოს ზემოდან უმი ცომის დარჩენილი ფირფიტა გადააფარეთ.
  3. ბოლო კვერცხი გათქვიფეთ დარჩენილ არაჟანში და აჩმას თავზე გადაუსვით, რომ გამოცხობისას კარგად დაიბრაწოს.
  4. აცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში, სანამ გარსი არ შეწითლდება.