ლობიოსთან ერთად მოთუშული კომბოსტო

1465

კომბოსტო შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მოთუშოთ, დღეს კი ჩვენ ზამთრის ვარიანტს შემოგთავაზებთ. კერძში კლასიკური ინგრედიენტების შესანიშნავი შეხამებაა: კომბოსტო, ლობიო და ხორცი. საკმაოდ ხელმისაწვდომია და საოცრად გემრიელი! ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ იგი საუკეთესო სახით.

ამ რეცეპტისთვის კომბოსტოს მწნილიც გამოგადგებათ. ხორცი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. ლობიო – მოხარშული ან დაკონსერვებული.

ინგრედიენტები

  • 1 ც კომბოსტო
  • 250 გრ მოხარშული ლობიო
  • 250 გრ ღორის ხორცი
  • 1 ც ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. ტომატის პასტა
  • 3 ს.კ. წყალი
  • 1 ც. სტაფილო
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო.
  2. დაჭერით კუბებად ღორის ხორცი, ჩაასხით სქელძირიან ქვაბში ზეთი და შეწვით ხორცი.
  3. დაამატეთ კომბოსტო, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
  4. წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და სუნელები.
  5. როცა ბოსტნეული მოითუშება, დაუმატეთ წყალში გახსნილი ტომატის პასტა.
  6. ხორცსა და კომბოსტოს ნაზავად დაუმატეთ ლობიო, მოთუშეთ. დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ რამდენიმე ხანი. შემდეგ გამორთეთ გაზქურა და კიდევ 15-20 წუთი გააჩერეთ კერძი.

ნოყიერი და გემრიელი ვახშმისთვის კერძი მზადაა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!