ლიმონის პუდინგი – არომატული და ნოყიერი დესერტის რეცეპტი

1367

ინგლისურ დესერტებში პუდინგს განსაკუთრებული  ადგილი უკავია. ციტრუსით მომზადებული პუდინგი კი ნამდვილად არომატების ზეიმია.

ინგრედიენტები:

  • ლიმონი – 4-5 ცალი
  • ორცხობილა – 200 გრამი
  • მაწონი – 1 ჩაის ჭიქა
  •  პურის ფქვილი – 200 გრამი
  • კვერცხი – 4 ცალი
  • შაქარი – 200 გრამი
  • კარაქი – 100 გრამი

მომზადების წესი:

  1. ფქვილის, კვერცხისა და კარაქისგან მოვამზადოთ ფენოვანი ცომი.
  2. შევურიოთ მაწონი, დანაყილი ორცხობილა და დავუმატოთ ლიმონების  გამონაწური (მისივე კანის ნაფხეკიც).
  3. ყველაფერი ეს მოვათავსოთ ქვაბში და ოდნავ გავაცხელოთ. შემდეგ ავურიოთ თეთრად ათქვეფილი კვერცხის ცილა.
  4. ფენოვანი ცომი დავდოთ ტაფაზე, მოვასხათ ეს შემზადებული მასა და შევდგათ ჰაერღუმელში.
  5. ციტრუსების ხმარების დროს უნდა გვახსვოდეს, რომ შიდა გულსა და კანს შუა მოთავსებული თეთრი გარსი მწარე და უვარგისია.