ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 320გ
- ლიმონი 1,5 ცალი
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი
- შაქარი 200გ
- კეფირი 200მლ
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი
- შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
მომზადება
1.გარეცხეთ ლიმონი, დაჭერით და დააბლენდერეთ.
2.კვერცხს მოაყარეთ მარილი, ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
3.ოთახის ტემპერატურის კეფირს დაუმატეთ სოდა. დაელოდეთ 1 წუთი და დაუმატეთ კვერცხის მასას.
4.თხევად მასას დაუმატეთ ზეთი. შემდეგ გააგრძელეთ თქვეფა. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვული და დაუმატეთ ლიმონის პიურე.
5.ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი. ათქვიფეთ შაქრის ფხვნილი ნახევარ ლიმონთან ერთად და მიღებული მინანქარი მოასხით დესერტს.
გემრიელად მიირთვით!