ლიმონი-ქოქოსის ტორტი – დესერტი, რომელიც ნამდვილ დამოკიდებულებას იწვევს

851

ლიმონის საკონდიტრო ცომეული არც ერთ სხვა დესერტს არ ჰგავს. მას მსუბუქი სიმჟავის და ციტრუსის ნაზი ნოტების გამო აფასებენ და უყვართ. დღეს რედაქციამ გადაწყვიტა ერთ-ერთი საყვარელი დესერტი გაგიზიაროთ – ლიმონი-ქოქოსის ტორტი. ის იმდენად გემრიელად გამოიყურება, რომ ახლავე მომზადების სურვილი გაგიჩნდებათ!

ლიმონი-ქოქოსის ტორტი

ბისკვიტის ინგრედიენტები (6 ფენა)

  • 6 კვერცხი
  • 6 ს/კ შაქარი
  • 6 ს/კ ფქვილი

ლიმონის ქურთის ინგრედიენტები:

  • ¼ ჭიქა ლიმონის წვენი
  • ¼ ჭიქა წყალი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 3 კვერცხი

ინგრედიენტები მოსართავად:

  • 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
  • ათქვეფილი ნაღები
  • ჟელატინი
  • ლიმონი

მომზადება:

1. ერთი ბისკვიტის ფენისთვის 1 კვერცხი, 1 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ფქვილი აიღეთ. მორიგეობით თითოეული ფენის ინგრედიენტები აურიეთ და გამოაცხვეთ.

2. ლიმონის ქურთი მოამზადეთ. ამისთვის ლიმონის წვენი ადუღებამდე მიიყვანეთ, ცედრა და შაქარი აურიეთ. კვერცხი ათქვიფეთ და წვრილ-წვრილად ცხელ ლიმონის წვენში ჩაასხით. სუსტ ცეცხლზე დადგით, აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. კიდევ 5 წუთით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ გასქელებამდე, შემდეგ სუფთა ჭურჭელში გადაასხით, პარკი დააფარეთ და გააგრილეთ.

3. ბისკვიტის თითოეულ ფენას ლიმონის ქურთი წაუსვით და ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ.

4. ტორტის ზედა ფენაზე ლიმონის ქურთის წასმა საჭირო არაა. მას და მთელ ტორტს ჟელატინში არეული ათქვეფილი ნაღები წაუსვით. ამის შემდეგ ზემოდან ლიმონის ქურთი წაუსვით.

5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი ჭიქა ქოქოსის ფანტელები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

6. შემწვარი ქოქოსის ფანტელები ტორტის გვერდებს მოაყარეთ, ათქვეფილი ნაღებით ტორტს კანტი შემოავლეთ და ლიმონით გააფორმეთ.

ლიმონის ტორტი ძალიან სადღესასწაულოდ გამოიყურება, გემო კი ზღაპრული აქვს. პირველივე ჩაკბეჩით შეგიყვარდებათ. ამ უჩვეულო დესერტის მომზადება აუცილებლად სცადეთ.