Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ლეჩოს საინტერესო რეცეპტს კიტრით, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. გარწმუნებთ, რომ ასეთი ლეჩო თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს ნამდვილად მოეწონება.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ბულგარული წიწაკა
- 3 კგ პომიდორი
- 1,5 კგ კიტრი
- 1 ან 1,5 თავი ნიორი
- 7 ს/კ შაქარი
- 1,5 ს/კ მარილი
- 150 გრ მცენარეული ზეთი
- 2 ჩ/კ 70%–იანი ძმარი
მომზადების წესი:
- პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ბულგარული წიწაკა კუბებად დაჭერით, კიტრი რგოლებად დაჭერით, ასევე შეგიძლიათ 8 ნაწილად დაჭრათ, სიგრძეზე ოთხ ნაწილად და ერთხელ გასწვრივ.
- გატარებული პომიდორი გაზქურაზე დადგით და 10 წუთით ხარშეთ.
- კიტრი და წიწაკა დაუმატეთ, ადუღების მომენტიდან კიდევ 15 წუთით ხარშეთ.
- როგორც კი, კიტრი მოიხარშება, დაქუცმაცებული ნიორი, მარილი, შაქარი, ზეთი და ძმარი დაუმატეთ.
- ყველაფერი კარგად აურიეთ და კიდევ 10 წუთით ხარშეთ.
- მზა ცხელი ლეჩო წინასწარ მომზადებულ ქილებში გადაანაწილეთ.
- მოხუფეთ და სრულ გაგრილებამდე შეფუთეთ.
- ლეჩო „გამარჯობა სოფლიდან“ მზადაა, გემრიელად მიირთვით!