ლამაზი, ფერადი და ტკბილი პავლოვა ახალი ხილით

1141

ეს არის კლასიკური ავსტრალიური და ახალზელანდიური დესერტი, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში ბრწყინვალე რუსი ბალერინის – ანა პავლოვას პატივსაცემად, რომელიც ტურნეს მართავდა ამ რეგიონში. ეს დესერტი ძალიან მარტივად მზადდება. ამაში მალევე დარწმუნდებით.

ინგრედიენტები: 

ბეზე 

  • 4 დიდი კვერცხის ცილა
  • 1/8 ჩაის კოვზი მარილი
  • 250 გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

კრემი:

  • 1 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • ახალი ხილი – მოსართავად

ულუფა: 6-8

მომზადება: 20 წუთი + 1 საათი  გასაგრილებლად

ცხობა: 50 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. ბეზე: გააცხელეთ ელექტროღუმელი 130 გრადუსზე.
  2. საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტი.
  3. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხის ცილა, სანამ არ აქაფდება. თანდათან დაუმატეთ შაქარი.
  4. თქვიფეთ მკვრივი მასის წარმოქმნამდე.
  5. ცაკლე, პატარა ჯამში, შეურიეთ ძმარი, წყალი, ვანილი და სიმინდის სახამებელი. ნაზავი დაუმატეთ კვერცხის ცილას და გასქელებამდე თქვიფეთ.
  6. ბეზე კოვზით მოათავსეთ მომზადებულ ლანგრზე, წრის ფორმა მიეცით. ბევრს ნუ დადებთ, ცხობის დროს გაფუვდება.
  7. აცხვეტ 50 წუთი, სანამ ხაშუნა და ოქროსფერი არ გახდება. გამორთეთ ღუმელი და ბეზე 1 საათი ნახევრად ღია ქურაში დატოვეთ, სანამ გაგრილდება.
  8. კრემი: საშუალო ჯამი მიქსერით ათქვიფეთ ნაღები, შაქრის პუდრი და ვანილი, სანამ ფორმას არ მიიღებს და გამკვრივდება.
  9. კრემი დაადეთ გაგრილებულ ბეზეს და კოვზის ზურგით მოასწორეთ.  მორთეთ ახალი ხილით.