რა მოვამზადო ფარშისგან? – ეს საკითხი დროდადრო უამრავ დიასახლისს აწუხებს. რა თქმა უნდა, კოტლეტები ყველაზე გასაგები და მარტივი ვარიანტია, მაგრამ ხანდახან რაიმე უფრო საინტერესოს დაგემოვნება გსურს. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის ჩვენ საინტერესო რეცეპტი მოვამზადეთ.
გთავაზობთ მოამზადოთ ლაზანია, თუმცა ისეთი არა, როგორსაც იტალიელები ამზადებენ – ჩვენებური, მარტივი. ლაზანიას ფენების ნაცვლად ჩვენ კომბოსტოს ფურლები გამოვიყენეთ, რის გამოც კერძი ცოტათი ჩვენთვის ჩვეულ ტოლმას ჰგავს, თუმცა გემოთი უპირატესობა აშკარაა.
ინგრედიენტები
- 1 კგ საქონლის ფარში
- 1 ც კომბოსტო
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ც სტაფილო
- 1 ც ხახვი
- 1,5 ჩ.კ. ორეგანო
- პაპრიკა გემოვნებით
- 3 კბ ნიორი
- 700 გრ ტომატის პიურე
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 0,5 ჭიქა წითელი ღვინო
- 2 ჭიქა ყველი რიკოტა
- 1 კონა კამა
- 1 კვერცხი
- კარაქი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ კომბოსტო, დაყავით ფურცლებად და ნახევრად მოხარშეთ მარილიან წყალში.
- მოთუშეთ ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ ფარში, მოურიეთ და დაუმატეთ ორეგანო, პაპრიკა, შავი პილპილი.
- დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, ტომატის პიურე, კარგად მოურიეთ და მოამზადეთ სანამ ზედმეტი სითხე არ აორთქლდება.
- გადაიტანეთ ფარში თასში, დაუმატეთ კვერცხი დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი და კარგად მოურიეთ.
- წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი. ჩააფინეთ კომბოსტოს ფენები. შემდეგი მიმდევრობით მოათავსეთ ინგრედიენტები: ფარში, რიკოტა, კომბოსტოს ფურცლები. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60 წუთით.
მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მიირთვით ცხლად, არაჟანთან ან სხვა საყვარელ სოუსთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!