ლავაშში გადახვეული ქათმის შაურმა

965

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შაურმა – მავნე საკვებია, რომელიც ძალიან იშვიათად უნდა მივირთვათ. შემდეგ დავფიქრდი რა არის მასში მავნე? ლავაში, რომელსაც მაიონეზი უსვია, ხორცი და ბოსტნეული.

ერთადერთი, რაც მაფიქრებს ეს გამოყენებული პროდუქტების ხარისხია. მე სხვაგან მომზადებულს არ ვენდობი, ამიტომაც სახლში ვამზადებ. საკუთარი ხელით მომზადებული მეტად გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ლავაში 1 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • პომიდორი 1 ცალი
  • ყველი 50გ
  • მაიონეზი 1 სუფრის კოვზი
  • ქათამი 80გ

მომზადება

1.მოხარშეთ ან შეწვით ქათამი, დაჭერით.

2.დაჭერით კიტრი და პომიდორი.

3.ლავაშს წაუსვით მაიონეზი, გადაანწილეთ გულსართი, მოაყარეთ ყველი.

4.შეკარით და შეწვით მშრალ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!