ამ სალათას მოკლე, მშრალი მაკარონი უხდება. შეგიძლიათ ის სახეობა გამოიყენოთ, რომელიც მოგწონთ ან რომელიც საკუჭნაოში გეგულებათ. სურვილისამებრ კი შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეული დაამატოთ და გააფარმოთ თქვენი ფანტაზიით.
ინგრედიენტები:
- 500 გ მოკლე მილისებური მაკარონი
- 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 350 გ კრევეტი
- 120 მლ პესტო
- 3 ს.კ. მაიონეზი
- 1 ლაიმის წვენი
- მარილი და შავი პილპილი
- 3 ს.კ. ოხრახუში
- 3 ს.კ. რეჰანი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მაღალ ცეცხლზე ადუღეთ. მაკარონი ბოლომდე არ მოხარშოთ.
- შემდეგ დიდ სასალათეში მოათავსეთ, ზეთი მოასხით და მსუბუქად შეანჯღრიეთ, რომ ზეთი კარგად მოედოს. დაუმატეთ კრევეტები და კვლავ შეანჯღრიეთ.
- პატარა ჯამში პესტო, მაიონეზი და ლაიმის ახალგამოწურული წვენი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეკაზმეთ მარილითა და შავი პილპილით.
- საწებელი მოხარშულ მაკარონსა და კრევეტებს მოასხით, ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ, რომ მასა საწებელში ერთიანად ამოევლოს. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი.
- მომზადებული სალათა თეფშებზე გაანაწილეთ ან ფილაში გადაიტანეთ.