კრევეტებისა და მანგოს სალათა – თქვენი რჩეული კერძი გახდება

1799

მზა კრევეტებს მსოფლიოს ნებისმიერ სუპერმარკეტში შემოგთავაზებენ. შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, გაყინოთ, მერე სწრაფად გააცხელოთ. კრევეტები ერთ კოვზ არაქისის ზეთში მოშუშეთ. ცეცხლზე დიდხანს ნუ გააჩერებთ, მხოლოდ შეათბეთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ მზა კრევეტი
  • 2 მანგო
  • 2 პატარა კიტრი
  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 2 ლაიმის წვენი
  • 120 მლ (1/2 ჭიქა)
  • იოგურტი ან არაჟანი
  • თბილი პური “ფოკაჩა ფინგერსი”

მომზადების წესი:

  1. სასალათეში მოათავსეთ კრევეტები, დაჭრილი მანგო, შუაზე გაჭრილი კიტრი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და ქინძი. შეკაზმეთ მარილითა და ახალდაფქვილი შავი პილპილით.
  2. ლაიმის ახალგამოწურული წვენი და უშაქრო, უხილო იოგურტი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. სალათა ფაილებში გაანაწილეთ.
  4. თითოეულს მოასხით იოგურტისა და ლაიმის სოუსი და სუფრაზე ახალ პურთან ერთად მიიტანეთ.