კორეული ცომის გუფთები ორთქლზე – არაჩვეულებრივად ნოყიერი და გემრიელი კერძია. სამწუხაროდ მისი რეცეპტი ყველამ არ იცის. დღეს სწორედ მათ რეცეპტს შემოგთავაზებთ, ის ოდნავ განსხვავდება კორეული ნაციონალური სამზარეულოს ორიგინალი რეცეპტისგან მაგრამ მომზადების ეს ვარიანტიც ყურადღების ღირსია!
ინგრედიენტები ცომისთვის
- 800 გრამი ფქვილი
- 300 მილიგრამი რძე
- 100 მილიგრამი წყალი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 9 გრამი მშრალი საფუარი
ინგრედიენტები გულსართისთვის
- 1 კილოგრამი ფარში (აჯობებს ღორისა და ძროხის ხორცის ნაზავი გამოიყენოთ)
- 150 გრამი ბოლოკი
- 150 გრამი წითელი ხახვი
- 300 გრამი კომბოსტო
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
- 1/2 ჩაის კოვზი დაფქული ქინძი
- 100 გრამი მწვანილი
- 2 კბილი ნიორი
ინგრედიენტები სოუსისთვის:
- 50 მილიგრამი სოიოს სოუსი
- 1 ჩაის კოვზი ძმარი
- 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი
მომზადების წესი:
1. ოდნავ შეათბეთ რძე, შემდეგ დაუმატეთ შაქარი, საფუარი და კარგად გადაურიეთ. როდესაც საფუარი აფუვდება თბილი წყალი და მარილი დაუმატეთ.
2. ნარევს ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
3. ცომს სამზარეულოს პირსახოცი გადააფარეთ და ამოსვლა აცადეთ. გარკვეული დროის შემდეგ ჩაზილეთ და მეორედ ამოსვლას დაელოდეთ. ეს პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ. ამის შემდეგ ცომი მაგიდაზე კარგად გადაზილეთ.
4. ახლა გულსართი მოვამზადოთ. გამოიყენეთ ხორცის ფარში ან ძალიან წვრილად დაჭრილი ხორცი. ბოლოკი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვი, კომბოსტო, ნიორი და მწვანილი. დაუმატეთ სუნელები და ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ.
5. ცომი ძეხვისებურად გადაახვიეთ და 20 თანაბარ ნაწილად დაყავით. ყოველი ნაწილი მწგვლად გააბრტყელეთ, ცენტრში ცოტაოდენი გულსართი მოათავსეთ.
6. ჯერ ცომის ცენტრალური ნაწილები შეაერთეთ, შემდეგ კი ბოლოები.
7. ორთქლსახარშს ზეთი მოუსვით და მასში ცომის გუფთები მოათავსეთ. წყლის ადუღებიდან 40 წუთის განმავლობაში ამზადეთ.
8. სოუსის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და ეს კორეული ღვეზელები აუცილებლად მასთან ერთად მიირთვით!
ეს აზიური კერძი უდავოდ გემრიელია, მისი მომზადებით თქვენს ყოველდღიურ მენიუში სიახლეს შეიტანთ!