კომბოსტოს რულეტი – ამ კეძზე არცერთი ბავშვი არ იტყვის უარს.

1371

დიასახლისები სკოლის პერიოდში ყოველთვის ეძებენ გემრიელი და მარტივი კერძების რეცეპტებს. ბავშვებს ვერ გააოცებთ ძეხვეულის ომლეტით, კექსებითა და უბრალო სენდვიჩებით. ასეთ შემთხვევაში დედები და ბებიები რთავენ ფანტაზიას და იწყებენ მოქმედებას!

პური, ზეთ წასმული, ძეხვის ნაჭერი, ყველი, ხოლო ზოგჯერ პომიდორი ან კიტრი. როგორ წარმოიდგენთ თქვენ სრულყოფილ სენდვიჩს? რას ფიქრობთ წვნიან და ნოყიერ კომბოსტოს შნიცელზე ლორისა და ყველი შიგთავსით? ამ კეძზე არცერთი ბავშვი არ იტყვის უარს.

ინგრედიენტები

  • პური-1 ცალი
  • თეთრი კომბოსტო-1 ცალი
  • ლორი-200გ
  • ყველი-200გ
  • კვერცხი-3 ცალი
  • მარილი-გემოვნებით
  • პაპრიკა-გემოვნებით
  • შავი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება

1.ამოჭერით პურის გული. დაჭერით კუბიკებად, დაალაგეთ გამოსაცხობ ქარალდზე და ღუმელში კარგად გამოაშრეთ. გამომცხვარი პური დააბლენდერეთ.

2.ამოჭერით კომბოსტოს გული. ხოლო დანარჩენი ნაწილი მოათავსეთ ღუმელში 800ვტ 10 წუთის განმავლობაში. თითოეული მხარე 5-5 წუთის განმავლობაში. კომბოსტოს ფურცლები მოხარშეთ 15 განმავლობაში.

3.კომბოსტოს ფურცლის შუაში თანმიმდევრობით მოათავსეთ ლორი, ყველი და ისევ ლორი. ძალიან ფრთხილად გადაახვიეთ ბლინის ფორმის მსგავსად. ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. ცალკე ჯამში აურიეთ ორცხობილა, მარილი, პაპრიკა და წიწაკა.

4.ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი გადაყარეთ თავისუფალ ჯამში. დაიწყეთ სენდვიჩის მომზადება: შექმნილი კონვერტები ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ორცხობილაში. ტაფაზე შეწვით 2-2 წუთის განმავლობაში თითოეული მხარე.

ეს კერძი სეშანიშნავია საუზმისათვის. არ დაგავიწყდეთ ცხელი სენდვიჩების ქაღალდის პაკეტში შეფუთვა და გერმეტიულად დახურვა. გემრიელად მიირთვით!