დობოში ანუ ტორტი დობო, კლასიკური უნგრული ტკბილეულია, რომელიც პირველად 1885 წელს დაამზადეს. ბისკვიტი, შოკოლადის კრემი და კარამელი საუცხოო გემოს კომბინაციას ჰქმნის. მოდით ერთად მოვამზადოთ ეს უნგრული კლასიკა!
ინგრედიენტები:
ბისკვიტი
- 8 კვერცხი (გული და ცილა განცალკევებული)
- 525 გ შაქრის პუდრი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ს.კ. რძე
- მწიკვი მარილი
კრემი
- 300 გ კარაქი ( დარბილებული)
- 2 კვერცხის გული
- 2 ს.კ. ყავა “ესპრესო”
- 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 300 გ ტკბილ-მწარე შოკოლადი(გამდნარი)
- 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი
- 100 გ შავი შოკოლადი (მსხვილად გახეხილი)
კარამელი
- 150 გ შაქარი
- 2 ს.კ. წყალი
- 10 მთლიანი ნიგოზი
ულუფა: 10
მომზადება: 1 საათი
ცხობა: 20-30 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ ფორმას (23 სმ) ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
- კვერცხის გული და 3 ჭიქა (450 გ) შაქრის პუდრი 5-10 წუთის განმავლობაში გათეთრებამდე და გასქელებამდე თქვიფეთ. გაცერით ფქვილი, დაამატეთ რძე და ბლენდერში მოათავსეთ.
- კვერცხის ცილა და შაქრის პუდრი მიქსერით ათქვიფეთ გამკვრივებამდე.
- ბეზე კარაქის კრემში გადაიტანეთ. ცომი მშვიდ ნაწილად გაყავით.
- სათითაოდ გამოაცხვეთ 5-7 წუთის განმავლობაში.
- წუთით ქვაბში გააჩერეთ და შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ. მოაშორეთ ქაღალდი და ბოლომდე გააცივეთ. დანარჩენი ექვსი ფენაც ასე გამოაცხვეთ.
- კრემი. კარაქი ათქვიფეთ კრემისებური მასისი მიღებამდე. დაამატეთ კვერცხის გულები, ყავა და ვანილი. ეს ყველაფერი შეურიეთ გამდნარ შოკოლადს და ისევ ათქვიფეთ. შაქრის პუდრი გაცერით და ესეც დაამატეთ.
- ერთი ფირფიტა თეფშზე გადაიტანეთ, კრემი წაუსვით, დაადეთ მეორე ფირფიტა და ასე ბოლომდე, მხოლოდ ბოლო ფირფიტას არ წაუსვათ კრემი – ის კარამელით უნდა დაფაროთ, რომელსაც გრძელი დანით 10 ნაჭრად (სამკუთხედებად) დაჭრით.
- კარამელიანი ფენის ქვეშ ფირფიტაზე გახეხილი შოკოლადი გადაანაწილეთ, დაპრისეთ და გაყინეთ.
- კარამელი. წყალი და შაქარი ქვაბით ქურაზე დადგით. ადუღეთ შაქრის გადნობამდე, დაახლოებით 3 წუთი.
- კარამელი გადანახულ ფირფიტას მოასხით და გადაანაწილეთ ყველა მხარეს. ამის შემდეგ ბასრი, გრძელი დანით 10 ნაჭრად დაჭერით და ნამცხვარზე დაალაგეთ, დაშორებებს შორის დისტანციის დასაცავად ნიგვზის ლებნები გამოიყენეთ.
- დაჭერით და მიირთვით.