დღეს ჩვენი გასტრონომიას რედაქცია ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძის რეცეპტის ახლებურ ვარიანტს გთავაზობთ. ნუ შეშინდებით, მისი მომზადება სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც წარმოგიდგენიათ. მაშ ასე, შევუდგეთ საქეს.
ინგრედიენტები:
- 200-250 გ ლაზანიას მზა ფირფიტები
სოუსი ბოლონეზეს მოსამზადებლად:
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 პამიდორი
- 1 სტაფილო
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- დაფნის ფოთოლი
ბუშამელის სოუსის მოსამზადებლად:
- 500 გ რძე
- 50 გ კარაქი
- 1.5 ს/კ ფქვილი
- 1 თავი ხახვი
- 50 გ ყველი (პარმეზანი)
- 200 გ რბილი ყველი (მოცარელა ან მისი მსგავსი ან უმარილო სულგუნი)
- მუსკატის კაკალი გემოვნებით
მომზადების წესი:
სოუსი ბოლონეზეს მოსამზადებლად ცოტაოდენ ცხიმში საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, დავამატოთ ფარში და გავაგრძელოთ მოშუშვა. შემდეგ დავამატოთ დაფნა და როცა ხორცი წვენს დაიშრობს, დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი ან გახეხილი პამიდორი, ვადუღოთ რამდენიმე წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავამატოთ მარილი და პილპილი.
- ბუშამელის სოუსის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში. დავამატოთ ფქვილი, სწრაფად მოვურიოთ და თანდათანობით ჩავასხათ რძე. ვხარშოთ 10 წუთი, ხშირ-ხშირად ვურიოთ. სოუსი ნელ-ნელა შესქელდება. შემდეგ დავამატოთ მარილი და დაფქული მუსკატის კაკალი.
- ლაზანიის ფირფიტები ინსტრუქციის მიხედვით უნდა მოვამზადოთ. უმეტესობა ისეა დამუშავებული, რომ წინასწარ მოხარშვა არ სჭირდება.
- შესაწვავი ფორმის ძირზე დავასხათ ცოტაოდენი ბუშამელი და დავალაგოთ ლაზანიის ფირფიტები (ყიდვის დროს ყურადღება გაამახვილეთ ლაზანიას ეტიკეტზე, სჭირდება თუ არა ფირფიტებს წინასწარ მოხარშვა), გავანაწილოთ ხორციანი სოუსი, ისევ მოვასხათ ბეშამელი და კვლავ დავალაგოთ ლაზანიის ფირფიტები. ასე გავიმეოროთ მანამ, სანამ მომზადებული ინგრედიენტები არ დამთავრდება.
- ზემოდან დავაფინოთ ლაზანიის ფირფიტები, მოვაყაროთ ჯერ სახეხზე გახეხილი მოცარელა, შემდეგ პარმეზანი (სურვილის შემთხვევაში, ყველი შეგვიძლია ფენებს შორისაც მოვათავსოთ).
- ლაზანიას თავზე დავაფაროთ ფოლგა, შევდგათ წინასწარ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაძროთ ფოლგა და ზედაპირი დავბრაწოთ. 10-15 წუთის შემდეგ შეგვიძლია დავჭრათ და მივიტანოთ მაგიდასთან.