ამ ცხობილასთვის ცომის მომზადება უმარტივესია. იმის მიუხედავად, რომ ცომი უასაფუარო, სოდის დახმარებით ის უფაფუკესი გამოდის. გულსართის მომზადებაც ერთი ხელის მოსმით შეიძლება.
ამ ცხობილას პურის ჩანაცვლებაც კი შეუძლია.
ინგრედიენტები
- კეფირი 200მლ
- ხორბლის ფქვილი 260გ
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- სოდა 0,5 ჩაის კოვზი
- ხაჭო 300გ
- ბრინზა 200გ
- კვერცხი 2 ცალი
- ოხრახუში
- მწვანე ხახვი
- კარაქი 20გ
მომზადება
1.ოთახის ტემპერატურის კეფირი ჩაასხით ჯამში. დაუმატეთ მარილი და სოდა. დაასვენეთ 10-15 წუთი.
2.ამასობაში ჩანგლით დაჭყლიტეთ ბრინზა, ხაჭო, კვერცხი, მწვანილი და ხახვი.
3.კეფირს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფართ პაკეტი და დაელოდეთ 15 წუთი.
4.ცომი გაყავით 8 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად. ცენტრში მოათავსეთ გულსართი და ტომარასავიტ შეაერთეთ. მსუბუქად გააბრტყელეთ ორივე მხრიდან.
5.შეწვით ზეთის გარეშე ტაფაზე ერთი მხირიდან 3 წუთი (უთავსაფროდ), ხოლო შემდეგ გადმოაბრუნედ და შეწვით ისევ 3 წუთი (თავსაფრიანად).
6.წაუსვით კარაქი.
გემრიელად მიირთვით!