გიყვართ ბლინები ისევე, როგორც ჩვენ? მაშინ დღევანდელი ჩვენი რეცეპტი სწორედ ისაა, რაც თქვენს გემოს რეცეპტორებს ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობს. ბლინების მობრაწულა – საოცრად არომატული, გემრიელი, წვნიანი და მადისაღმძვრელია.
რეცეპტი კი უმარტივესია, მაგრამ დილიდანვე გაზქურასთან რომ არ იდგეთ, საღამოს გამოაცხვეთ ბლინები საუზმისთვის. მომდევნო დილით კი მობრაწულად ფორმირებას შეუდგებით. უმჯობესია, ბეშამელის სოუსიც წინასწარ მოამზადოთ.
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 200 გრ ფქვილი
- 40 მლ ზეითუნის ზეთი
- 500 მლ რძე
- 300 გრ ლორი
- 1 მწიკვი სოდა
- 30 გრ პარმეზანი
- 250 გრ ბეშამელის სოუსი
- 180 გრ მაგარი ყველი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ს.კ. შაქარი
მომზადება
1. მოამზადეთ ბლინები. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. დაასხით რძე, ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ მასა. დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში 30 წუთით. გამოაცხვეთ ბლინები მშრალ ტაფაზე.
2. დაჭერით ლორი და ყველი მცირე ნაჭრებად. მოათავსეთ თითო ნაჭერი ლორი და ყველი ბლინების ცენტრში. შეახვიეთ კონვერტად.
3. მოათავსეთ კონვერტები ღრმა საცხობ ფორმაში, დაასხით ბეშამელის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
შესანიშნავი ბლინების მობრაწულა მზადაა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!