რა ჯობია ცხელ ამინდში ცივ დესერტს? სახლში მომზადებულ კენკრის ნაყინს ნამდვილად არაფერი ჯობია.
შტოშისა და მარწყვის ნარევი, მართლაც საოცრებაა. ნაღების დამატების შემდეგ, სიმჟავე სასიამოვნოდ იგრძნობა.
მოდით მოვამზადოთ!

ინგრედიენტები
- მარწყვი 200გ
- შტოში 50გ
- მარწყვის სიროპი 40მლ
- ნაღები 200მლ
- კეფირი 120მლ
- შაქარი 100გ
მომზადება
1.გარეცხეთ კენკრა, გაასუფთავეთ მარწყვი. დააბლენდერეთ შტოში, მარწყვი და შაქარი.

2.დაუმატეთ სიროპი, ცხიმიანი ნაღები (20%) და კეფირი. ისევ ათქვიფეთ.

3.მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში. მოათავსეთ საყინულეში 6-8 საათი.

გემრიელად მიირთვით!








