კატლეტები პომიდვრის სოუსში, გამომცხვარი კომბოსტოს ღრუბელზე

571

კომბოსტოსთან ერთად მომზადებული კატლეტები ნამდვილად იქნება სუფრის სამშვენისი.ეს არის კერძი – რომელზეც უარს ვერავინ იტყვის. მაგიდიდან წამებში გაქრება.

ინგრედიენტები

  • მზესუმზირის ზეთი 20მლ
  • ხახვი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კომბოსტო 600გ
  • საქონლის ფარში 500გ
  • ბრინჯი 100გ
  • მწვანე ხახვი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • პომიდვრის სოუსი 300მლ
  • წყალი 50მლ

მომზადება

1.ზეთში მოთუშეთ 1 ხახვი. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, მოთუშეთ ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე.

2.მოთუშული ბოსტნეული გადაანაწილეთ ფორმაში. დაჭერით კომბოსტო და გადაანაწილეთ ბოსტნეულზე.

3.ფარშს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი და მოხარშული ბრინჯი. კარგად მოურიეთ მასას. წყლით დაისველეთ ხელები და მიეცით კატლეტებს ფორმა. გადაანაწილეთ ფორმირებული კატლეტები კომბოსტოზე.

4.პომიდვრის სოუსს მოაყარეთ მარილი. ჩაასხით წყალი, მოურიეთ და მოასხით ფორმაში არსებულ კერძს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

ცხელ კერძს მოაყარეთ მწვანე ხახვი და დატკბით შედეგით.

გემრიელად მიირთვით!