იტალიაში ეს კერძი ძალიან ძვირი ღირს, თქვენ კი უიაფესი დაგიჯდებათ. უგემრიელესი რულეტი მინიმალური პროდუქტებისგან

6242

ნამდვილი იტალიური პორკეტა… დაგიგემოვნებიათ ოდესმე? ამბობენ, რომ აპენინის ნახევარკუნძლზე მას მხოლოდ პროფესიონალები ამზადებენ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იტალიელებზე ნაკლებად არ გაუმკლავდებით ამ საქმეს. მაშ ასე, პორკეტა გახლავთ ღრის ხორცის რულეტი ცენტრალური იტალიიდან. დღეს ამ კერძის გარეშე ქვეყანაში სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია.

არომატული, მადისაღმძვრელი, ხრაშუნა კანით, სხვადასხვა სუნელებით და ფორთოხლის ცედრითაც კი. მოკლედ, შეუდექით მომზადებას!

ინგრედიენტები

  • 1-1,5 კგ ღრის ხორცი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 2 ს.კ. როზმარინი
  • 2 ს.კ. სალბი
  • 3 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 ს.კ. კამის თესლი
  •  6 კბილი ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

 

მომზადება

1. გარეცხეთ ღორის ხორცი. გააკეთეთ ერთი ღრმა ჭრილი კუთხიდან რამდენიმე სანტიმეტრში.

2. გაშალეთ ჭრილი. გააკეთეთ ღრმა ჭრილი მაგიდის პარალელურად.

3. შემდეგ გააკეთეთ განივი ჭრილები ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული. ეს საჭიროა, რათა ხორცს მარინადი უკეთ გაუჯდეს.

4. წაუსვით ხორცს ზეითუნის ზეთი.

5. მოაყარეთ მარილი, პილპილი, კამის თესლი, როზმარინი, სალბი, ნიორი და ფორთოხლის ცედრა. ფრთხილად შეახვიეთ რულეტი.

6. მზა რულეტსაც მოაყარეთ მარილი და სუნელები.

7. შეკარით თოკით და შედგით მაცივარში 3-4 საათით, მთელი ღამით იდეალურია.

8. წაუსვით საცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი. ასევე, წაუსვით ზეთი ხორცსაც. შედგით 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 120 გრადუსამდე და კიდევ 60 წუთი გააჩერეთ.

9.დააფარეთ რულეტს ფოლგა 10 წუთით. მზადაა!

იტალიაში ყოველი რეგიონი თავისებურად ამზადებს პორკეტას. ნებისმიერი დიასახლისიც ცდილობს, რაიმე საკუთარი ინტერპრეტაციით გაურიოს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, სალბი და როზმარინი მისი განუყოფელი ნაწილია. აუცილებლად მოუყევით მეგობრებს ამ რეცეპტის შესახებ!