ისპანახის ფხალს საპატიო ადგილი უკავია მდიდარ ქართულ სამზარეულოში. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი კერძის მარტივ რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 500 გრ ისპანახი
 - 0,5 ჭ ბროწეულის მარცვალი
 - 0,5 ჭ ბროწეულის წვენი
 - 1 ც ხახვი
 - 2 კბ ნიორი
 - 1 ჭ ნიგოზი
 - 1 ც ცხარე წიწაკა
 - 0,5 კონა ქინძი
 - 1 კონა ოხრახუში
 - სუნელები, მარილი გემოვნებით
 
მომზადება
- გაარჩიეთ და გარეცხეთ ისპანახი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, მოათავსეთ ქინძი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
 - შემდეგ დაწურეთ, გააცივეთ და დაჭერით.
 - დაჭერით წვრილად ხახვი და ოხრახუში.
 - დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი. გახსენით მასა ბროწეულის წვენში.
 - მიღებული მასა შეურიეთ ისპანახს, შექმენით ბურთულები, დაალაგეთ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.
 
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!
            








