ირლანდიური სოდიანი პური კეფირით

ირლანდიაში ნესტიანი კლიმატის გამო განსაკუთღებული ხორბალი მოდის – მათ გლუტენის დაბალი შემცველობა აქვთ, შესაბამისად ასეთ ფქვილს საფუარი არ უხდება და ცომეულს სოდით ამზადებენ. დღეს ირლანდიური სოდიანი პურის მომზადებას გასწავლით.

თუ კეფირი არ გაქვთ, რძეს ორი კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ და რამდენიმე წუთის შემდეგ მისი შემცვლელი რძემჟავა პროდუქტი მზად გექნებათ.

ინგრედიენტები

  • კეფირი 500 მლ
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • შაქარი 50 გრამი
  • მარილი 9 გრამი
  • გამხმარი წითელი მოცხარი 60 გრამი
  • სელის თესლი 60 გრამი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 480 გრამი
  • სოდა 9 გრამი
  • კარაქი 60 გრამი
  • ქიშმიში 75 გრამი

მომზადები წესი

1. აურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და სოდა. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად გადაზილეთ.
2. კეფირი და კვერცხი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, გადაურიეთ და ფქვილის ნარევი დაუმატეთ. მოზილეთ რბილი ცომი.
3. დაუმატეთ ჩირები, თესლი ან თხილი. მოაყარეთ ფქვილი და ცომში შეაზილეთ.
4. ცომი ფქვილში ამოავლეთ, გადადევით ჟარუნაზე და რამდენიმე ადგილას დასერეთ. აცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

სოდით გამომცხვარი პური გაჯერებული გემოთი და არომატით გამოირჩევა. საკმარისია კარაქი გადაუსვათ და ყავის ან ჩაის იდეალურ მისაყოლებლად იქცევა.