იმერული ეკალას ფხალი ნიგვზით – რეცეპტი, რომელიც არ უნდა დაკარგოთ!

4983

ეკალა ფხალი დასავლეთ საქართველოს კულინარიული შედევრია, რომელსაც თანაბრად კარგად ამზადებენ იმერეთშიც, სამეგრელოშიც, გურიაშიც და აჭარაშიც. რა ჯობია კარგად შეკმაზულ ეკალას ფხალს მჭადთან? – ნამდვილად არაჩვეულებრივია!

ინგრედიენტები:

  • ეკალა – 1 კგ
  • ნიგოზი – 300 გ
  • ოხრახუში – 30 გ
  • ქინძი – 30 გ
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • ძმარი – 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და წითელი წიწაკა
  • გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარგად გაარჩიეთ ეკალა და მოხარშეთ. სასურველია, რომ ეკალა იყოს ქორფა, თუმცა შეგიძლიათ მისი მარინადიც გამოიყენოთ.
  2. ძალიან წვრილად დაჭერით ქინძი და ოხრახუში, დაამატეთ წვრილად დაკეპილი ნიორი და წიწაკა, მარილი მოაყარეთ გემოვნებით. ამ ყველაფერს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, კარგად აურიეთ და ეს მასა კარგად დაკეპილ ეკალას ჩაამატეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი ძმრით ან ისრიმის წვენითაც შეაზავოთ.

ულუფა: 8-10

მომზადების დრო: 30 წუთი

სირთულე: მარტივი