საოცარი ცომი, ნამცხვრისთვი, ღვეზელისთვის და ნებისმიერი კერძისთვის.
საიდუმლო იმაშია, რომ ჩვენ ცომს კარტოფილს ვუმატებთ. სწორედ ის ხდის ცომს შეუდარებელს.
აუცილებლად გასინჯეთ მოგეწონებათ.
ინგრედინტები:
- ხორბლის ფქვილი 3,5 ჭიქა
- წყალი 500მლ
- კარტოფილი 2 ცალი
- მცენარეული ზეთი 80მლ
- მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება:
- გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
- მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი.
- მოათავსეთ ცეცხლზე და მოხარშეთ.
- დაუმატეთ მარილი.
- დააქუცმაცეთ კარტოფილი, არ გადაასხათ წყალი.
- გააგრილეთ და ჩაასხით მცენარეული ზეთი.
- დაუმატეთ შაქარი და მშრალი საფუარი. მოურიეთ.
- ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომი გამოდის რბილი და ოდნავ წებოვანი.
- ცომი მოათავსეთ ჯამში და დაელოდეთ 40 წუთი.
- ამოფუებული ცომისგან გამოაცხვეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.
გემრიელად მიირთვით!