იდეალური დიეტა წონის შესანარჩუნებლად

2000

თითოეულ ადამიანს გვაქვს საკუთარი სანუკვარი ციფრი სასწორზე. ზოგი წონაში კლებას, ზოგიც კი წონის მომატებას ვცდილობთ. მაგრამ როდესაც მიზანს მივაღწევთ, მთავარი ამოცანაა ჩვენი იდეალური წონის შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამისათვის თქვენ გჭირდებათ აქტიური ცხოვრების წესი და კომპეტენტური, დისციპლინური მიდგომა თქვენი დიეტის მიმართ.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, რომელი დიეტა უნდა დაიცვათ, რომ თავიდან აიცილოთ წონის ცვალებადობა.

კვების რეჟიმი

საუზმე (07:00-09:00)

1. გაღვიძებისთანავე დალიეთ 2 ჭიქა სუფთა წყალი.თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები არ გაქვთ, წყალში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

2. 20 წუთის შემდეგ შეუდექით საუზმეს: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა დაფქულ ბერძნულ კაკალთან ერთად. ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება.

3. საუზმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

ხემსი (10:00-11:00)

1. დალიეთ 2 ჭიქა წყალი.

2. მეორე ჭიქა წყლის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, სასურველია მწვანე, უცხიმო ხაჭო ან იოგურტი.

3. ხემსის შემდეგ არაფერი დალიოთ და ჭამოთ 2 საათის განმავლობაში.

სადილი (12:00-13:00)

1. დალიეთ 2 ჭიქა წყალი, მოითმინეთ 20 წუთით.

2. მიირთვით ნებისმიერი პროდუქტი, ოღონდ არაფერი შემწვარი. შეგიძლიათ მიიღოთ რთული ნახშირწყლები: გრძელი სახეობის ხორბლისგან დამზადებული მაკარონი, წიწიბურა სოიოს სოუსით, ქათამი ან ინდაური ყავისფერი ბრინჯით. შეგიძლიათ მიირთვათ სალათი ან გამომცხვარი ბოსტნეული.

3. სადილის შემდეგაც 2 საათით არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

სამხარი (14:00-15:00)

1. დალიეთ 2 ჭიქა წყალი და მოითმინეთ 20 წუთით.

2. იდეალური სამხარი გახლავთ გამომცხვარი ვაშლი დარიჩინით, ქიშმიშით, თაფლითა და ნიგვზით. გემრიელი და სასარგებლოა.

3. არავითარი საჭმელი და სასმელი ჭამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში.

სადილი (17:00-18:00)

1. დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი და მოითმინეთ 20 წუთით. სადილზე უნდა მიირთვათ ცილების შემცველი საჭმელი. თუ ძალიან მშიერი არ ხართ, შეგიძლიათ უბრალოდ ხაჭო ან კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი მიირთვათ. ხოლო თუ რაიმე უფრო ნოყიერი გსურთ, მოხარშეთ ქათმის ან ინდაურის ხორცი ბოსტნეულთან.

2. სადილიდან 1 საათის შემდეგ, შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ სპორტით დაკავდეთ.

3. ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ 1 ჭიქა კეფირი.

ყველაზე მთავარია: არ ჭამოთ ღამით, დაიცვათ ინტერვალები საჭმლისა და წყლის მიღების შუალედებში, საჭმელში უფრო და უფრო ნაკლები მარილი გამოიყენოთ და უარი თქვათ ცხიმიან საკვებზე. ასეთი რაციონი საშუალებას მოგცემთ იყოთ დანაყრებული და ჯანმრთელი, ასევე დაიცავთ კვების რეჟიმს, რაც წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.