კარტოფილის ზღარბები ღუმელში. იდეალური კერძი ვახშმისთვის

1286

ამ კერძს ხშირად ვამზადებ ვახშამზე და სადილზე. ძალიან მარტივად და სწრაფად მზადებადი კერძი ნამდვილად გააოცებს თქვენს ოჯახის წევრებს.

ინგრედიენტები

  • 800გ ღორის ფარში
  • 100გ მრგვალი ბრინჯი
  • 100გ ხახვი
  • 1-2 კვერცხი
  • 5-6 კარტოფილი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • ყველი

მომზადება

  1. პირველ რიგში გარეცხეთ ბრინჯი, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
  2. გააგრილეთ, მოურიეთ კოვზით.
  3. გაასუფთავეთ ხახვი და დააქუცმაცეთ.
  4. მზა ბრინჯს დაუმატეთ ფარში, კვერცხი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ.
  5. გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ ფორმაში.
  6. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  7. სველი ხელით მიეცით ფარშს ფორმა და მოათავსეთ კარტოფილის ზემოდან.
  8. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.
  9. შეგიძლიათ მოაყაროთ ყველი.

გემრიელად მიირთვით!