თხელი ბლინები რძეზე დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან გვიყვარს. იმისათვის, რომ ბლინები ყოველ ჯერზე გამოგივიდეთ სტანდარტულები, საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტი. მიჰყევით სამი ჭიქის პრინციპს, ეცადეთ ფქვილის ერთი მწარმოებელი გამოიყენოთ. ამ მეთოდების დამსახურებით თქვენ მიიღებთ იდეალურ ბლინებს.
დღეს ჩვენ სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტს. აირჩიეთ 200 ან 250მლ ჭიქა მონიშნეთ და დაიწყეთ ბლინების მზადება.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა რძე
- 1 ჭიქა ცხელი წყალი
- 2 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 40მლ მცენარეული ზეთი
მომზადება
1.აიღეთ ჯამი, ჩატეხეთ მასში კვერცხი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და მზენარეული ზეთი. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2.არ შეაჩეროთ თქვეფა და დაუმატეთ ცხელი წყალი, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ გრილი რძე. არ გააჩეროთ მიქსერი და ისე დაუმატეთ ფქვილი. აი ასე მზადდება იდეალური ცომი.
3.იდეალურია თუ თქვენ გაქვთ სპეციალური ტაფა ბლინებისთვის. შეწვით 1-1 წუთი თითოეული მხრიდან.
4.მზად არის! მითითებული ინგრედიენტებიდან უნდა გამოგივიდეთ 15 ცალი ბლინი. მიირთვით ჯემთან, ხიზილალასთან და სხვა დანამატებთან ერთად.
აუცილებლად მიყევით ამ ინსტრუქციას და ყველაფერი იდეალურად გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!